ქუთაისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია, რომელიც ლეგენდებითა და ბუნების საოცრებებით მოგზაურებს თავისკენ უხმობს. Როგორც იმერეთის მზარდი ჰაბი, ქუთაისი სტუმრებს ქართული სულით გაჟღენთილ ისტორიულ სანახაობებს სთავაზობს. ამ სტატიაში ქალაქისა და მის შემოგარენში, სამ აუცილებლად მოსანახულებელ ღირსშესანიშნაობას წარმოგიდგენთ.
აღმოაჩინეთ პრეისტორიული უდიდებულესობა - სათაფლიის მღვიმე
თვალწარმტაც სათაფლიის ნაკრძალში, დროში უკან გადადგამთ ნაბიჯებს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედამიწაზე დინოზავრები დააბიჯებდნენ. Ნაკრძალი ბინას უდებს სათაფლიის მღვიმეს, ნამდვილ გეოლოგიურ საოცრებას, სადაც ამ პრეისტორიულ გიგანტთა ნაფეხურები სამუდამოდ ქვად ქცეულა. Მღვიმის ინტერიერს Სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების კალეიდოსკოპი ამშვენებს და ვიზიტორებისთვის მისტიკურ გარემოს ქმნის.
Ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კოლხური ტყეებით; აქვე ნახავთ სათაფლიის შემინულ პანორამასაც, რომელიც არ მოგაკლებთ სუნთქვისშემკვრელ ხედებს. ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი მღვიმისა და სათაფლიის ტურების შესახებ, თუმცა შეგვიძლია ტური თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის ჩვენც დავაორგანიზოთ.
აღმაფრთოვანებელი ბაგრატის ტაძარი
უქიმერიონის გორაზე ამაყად მდგარი ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს შორისაა. Ბაგრატი შუასაუკუნეების საქართველოს დიდებულების მწვერვალს წარმოადგენს. Ტაძარი მეთერთმეტე საუკუნეში, მეფე ბაგრატ III-ს დროს აშენდა და იგი მედგრადობის სიმბოლოდ იქცა. Ნაგებობა აერთიანებს ისტორიულ იერსა და თანამედროვე ორიგინალურობას, რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მას ისტორიისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის. Ბაგრატის ტაძარზე აღბეჭდილია რთული ოსტატობის შედეგი თავისი ქვის ნაკეთობებითა და კონსტრუქციაში გამოყენებული ინოვაციური ტექნიკებით. ეს ღირსშესანიშნაობა მაგალითია ტრადიციისა და პროგრესის ერთიანობისა.
თვალი შეავლეთ პიკასოს ბიჭის ქანდაკებას
ქუთაისის ცნობილ ხიდზე ახალგაზრდული კრეატიულობის განსხეულება - “პიკასოს ბიჭის” ქანდაკება წამომჯდარა. ეს საყვარელი სკულპტურა ჟინიანი ბავშვის სულსა და მის შემოქმედებით სწრაფვას აღბეჭდავს. ქანდაკების არსებობა კიდევ ერთხელ მოწმობს თუ რამდენად აფასებენ ქუთაისელები ხელოვნებას.
Სკულპტურა შთაგონებულია ქართული ფილმის “არაჩვეულებრივი გამოფენის” ერთ-ერთი სცენით. “ლამპრედუზო მედუზო!” ყვირის პატარა ბავშვი სანამ ხიდიდან რიონში გადაეშვება და თან მოულოდნელად იპარავს უფროსის ქუდს.
Ხიდის ეს ნაწილი ფოტოგენური ადგილია საიმისოდ, რომ სტუმრებმა ქუთაისში გატარებულ დღეებზე მოგონებები შეინახონ.
დაასრულე დღე იდეალურად ქუთაისი ინნ-ში
Შთაბეჭდილებებით სავსე დღის შემდეგ ქუთაისი ინნ-ის სასტუმრო გელით საღამოს დახვეწილად და კომფორტულად დასასრულებლად. Ჩვენი გუნდი იზრუნებს, რომ ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი სითბოთი და ყურადღებით. ასე რომ, როგორც კი ქუთაისში სტუმრობას დაგეგმავთ, დაჯავშნეთ ადგილი ჩვენს სასტუმროში, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობა თანამედროვე დახვეწილობას ერწყმის.