Როგორ იქმნებოდა ქუთაისი ინნ

Როგორ იქმნებოდა ქუთაისი ინნ

ქუთაისის გულში, ქარში მოჩურჩულე ლეგენდებს შორს დიდი და დახვეწილი სასტუმრო - ქუთაისი ინნ დგას. სასტუმრო 2022 წლის ივნისში დაარსდა და მას შემდეგ თავად იქცა ლეგენდად, რომელიც ძველსა და ახალს ერთმანეთთად აკავშირებს.

როგორც თავად ქალაქი, ქუთაისი ინნ-იც კონტრასტების ერთი დიდი სიმფონიაა. იოლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადგილას დასავლური სტანდარტები და ადგილობრივი სიამაყე ერთად იყრის თავს. Ხედვა მარტივია: ქუთაისში მდგომმა ინნ-მა ტოლი უნდა დაუდოს საერთაშორისო ბაზარზე მოასპარეზე ღირსეულ სასტუმროებს.


არქიტექტურა და დიზაინი

შენობის სიმწვანეში სიარულისას წააწყდებით ორ აღსანიშნავ არქიტექტურულ ნიმუშს. აქედან ერთ-ერთი კოლორიტული ას საფეხურიანი კიბეებია, რომლებიც წინა საუკუნის ამბებს ინახავენ. თითოეული საფეხური ყვება ჯერ კიდევ იმ დროის ამბებს, როდესაც ქუთაისი საკუთარ იდენტობას ღიად შლიდა. თუ მაღლა აიხედავთ, თვალს შეავლებთ მთავარ ზურმუხტისფერ სახურავს, რომლის ფერიც ბაგრატის გუმბათის ფერს იმეორებს. სახურავის დიზაინი ქუთაისი ინნ-ს ქართულ მემკვიდრეობაში შემორჩენილ ფერებში ხატავს.


გუნდის წევრები და ინვესტორები

მშობლიურით შთაგონება აქ არ სრულდება. სასტუმროს მთელი გული ქართულად ცემს. ამას მოწმობს ის, რომ ყველა ინვესტორი, რომელსაც ამ ხედვის სჯეროდა და თითოეული ადამიანი, რომელიც ამ იდეას ზურგს უმაგრებდა - ქართველია. ვამაყობთ იმითაც, რომ ქუთაისი ინნ-ის გუნდის თითქმის ყველა წევრი ადგილობრივია. სასტუმროს გულისცემაც ეს ადმიანები არიან. Ჩვენი გუნდის წევრები ფლობენ არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს, არამედ იმერულ სტუმართ-მასპინძლობის კულტურასაც, რომელსაც სტუმრებისთვის უხვად იმეტებენ. Სასტუმრომ თითქოს ძველი სტუმართმოყვარეობა და თანამედროვე ატმოსფერო დააქორწინა.


ქუთაისში ყველაზე დიდი სასტუმრო

იმის მიუხედავად, რომ ქუთაისი სასტუმროების სიმწირეს არ უჩივის, მხოლოდ ქუთაისი ინნ აკმაყოფილებს ყველა საჭირო მაღალ სტანდარტს და ფართობს. იყო ყველაზე დიდი სასტუმრო ქალაქში არა მხოლოდ სტატუსი, არამედ პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ ჩვენი გუნდი ვალდებულებას იღებს სტუმრებისთვის შექმნას მაღალი ხარისხის სერვისი და შეუდარებელი გამოცდილება. იმიჯი, რომლისკენაც ქუთაისი ინნ მუდმივად მიილტვის მკაფიოა: კლასიკური და ამავდროულად თანამედროვე, სოლიდური და სტუმართმოყვარე.


Სასტუმროს მომავალი

Ჰორიზონტზე ცქერისას, ქუთაისი ინნ-ის მომავალი ნათლად გვაქვს დანახული. უახლოეს მომავალში ინნ-ს აუზი ემატება, რაც თქვენს გამოცდილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. Ჩვენი ხედვით, ქუთაისი ინნ უნდა იყოს არა რიგითი სასტუმრო, არამედ ადგილი, რომელიც ხუთ ვარსკვლავს ამაყად ატარებს.


Ქუთაისი ინნ სივრცეა, სადაც ყველა სტუმარი პერსონაჟი ხდება, თითოეული გატარებული დღე კი - დაუვიწყარი გამოცდილება.

დაჯავშნეთ ახლავე საუკეთესო ფასად