ტურისტული მოგზაურობა ქუთაისში

ტურისტული მოგზაურობა ქუთაისში

თუ კოლორიტულ უბნებში სეირნობას, ისტორიული ადგილების ნახვასა და ახალი ემოციების აღმოჩენას გეგმავთ, ქუთაისი ამისთვის იდეალური ქალაქია. ემოციების ქალაქში მოგზაურობა უამრავ ადგილას შეგიძლიათ, “ქუთაისი ინნ” კი ყოველთვის მზად არის, დაღლილს კომფორტი შეგიქმნათ.

თუ სიძველე და ლეგენდები გიყვართ, სათაფლიის ნაკრძალს, ან პრომეთეს კარსტულ მუზეუმს უნდა ეწვიოთ, ხოლო თუ ხელოვნების დიდებული ნიმუშები გიზიდავთ - ბაგრატის ტაძარს. თუ გადაწყვეტთ, რომ ქუთაისელების საყვარელი ადგილი დაათვალიეროთ, თეთრ ხიდზე მოკალათებული პიკასოს ქანდაკება მოინახულეთ და ცნობილი ქართული ფილმიც გაგახსენდებათ.

მათთვის, ვისაც ულამაზესი სანახაობა და ბუნებასთან სიახლოვე იზიდავს, ბოტანიკურ ბაღში გასეირნება საოცარი თავგადასავალი იქნება. ხოლო, მათ, ვინც მღვიმეების თვალიერებითაა გატაცებული, ნავენახევის ოთხდარბაზიანი მღვიმე ელოდება.

ტურისტულად დატვირთულ ქალაქში კიდევ უამრავი საინტერესო ლოკაციაა ოკაცეს კანიონი, რომელსაც ჩანჩქერები ამშვენებს, საბაგირო ულამაზესი ხედების დასათვალიერებლად, ასევე წყალტუბოს სამკურნალო წყლები, რომლებსაც ხშირად „უკვდავების წყაროსაც“ უწოდებენ.

მოსანახულებელ ადგილებს ვერაფერი დალევს, ამიტომ ჩაალაგეთ ჩემოდანი, მოიარეთ ქუთაისი, გაიცანით საქართველო უკეთესად, საღამოს კი სასტუმრო “ქუთაისი ინნ”-ში დაისვენეთ!


დაჯავშნეთ ახლავე საუკეთესო ფასად